Similar Songs
Credits
PERFORMING ARTISTS
გიორგი წიკლაური
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
მაია კვატაშიძე
Songwriter
Lyrics
სძინავს ქალაქს მთვარის შუქით
განათებულს დასძინებია
მტკვარი დუდუნს მალავს
გულისსწორი დასიზმრებია
მიდის, მოდის, ანცობს ჩუმად
თბილისური ღამის ნიავი
კაცი კაცს ხელს ართმევს
აბა, ძმაო, კარგად იყავი
თბილისი ეჰ, თბილისური ამქარი
თბილისი ოჰ, სიყვარულის ზღაპარი
თბილისი ამ სიმღერას რომ აჰყვება
თბილისი ხომ არასოდეს გაქრება
ახალს ძველი შეუცვლია
მაგრამ ძველი კვლავაც ზეიმობს
აქეთ ლოთი დუქანს ეძებს
იქით კიდევ კინტო სეირნობს
აივნების ჩუქურთმები
გოგოების კაბის შრიალი
სილამაზეს თვალს აყოლებ
და გეწყება გულის ფრიალი
თბილისი ეჰ, თბილისური ამქარი
თბილისი ოჰ, სიყვარულის ზღაპარი
თბილისი ამ სიმღერას რომ აჰყვება
თბილისი ხომ არასოდეს გაქრება
თბილისი ეჰ, თბილისური ამქარი
თბილისი ოჰ, სიყვარულის ზღაპარი
თბილისი ამ სიმღერას რომ აჰყვება
თბილისი ხომ
თბილისი ეჰ, თბილისური ამქარი
თბილისი ოჰ, სიყვარულის ზღაპარი
თბილისი ამ სიმღერას რომ აჰყვება
თბილისი ხომ არასოდეს გაქრება
თბილისი ეჰ, თბილისური ამქარი
თბილისი ოჰ, სიყვარულის ზღაპარი
თბილისი ამ სიმღერას რომ აჰყვება
თბილისი ხომ არასოდეს გაქრება
Writer(s): მაია კვატაშიძე
Lyrics powered by www.musixmatch.com